შოთა არველაძე, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას პარასკევს ვესაუბრე და მითხრა, რომ...“ - შოთის ინტერვიუ იტალიურ მედიასთან

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე იტალიაში იმყოფება და გუშინ, დიეგო მარადონას სახელობის საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიო ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავიც თამაშობდა.

მანამდე, ვეტერანი ფეხბურთელი ნეაპოლში, „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრასაც დაესწრო, სადაც სპეციალური პროექტით საქართველოდან სტუდენტებიც ჰყავდა წაყვანილი. შეხვედრის დასრულების შემდეგ არველაძე Il Corriere del Mezzogiorno-ს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა.

რა თქვა შოთიმ კვარაზე:

ხვიჩა დიდი ფეხბურთელია, რომელიც გუნდში ჩინებულად თამაშობს. მას პარასკევს ვესაუბრე და მითხრა, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდს ნეაპოლში ატარებს. მას ჯერ კიდევ აწუხებს ზურგის ტკივილი, თუმცა იმედოვნებს, რომ მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება.

რას წარმოადგენს კვარაცხელია ქართველი ხალხისთვის? ყოველ შემთხვევაში, ის ახლა ჩვენთვის საუკეთესო ფეხბურთელია, მას საქართველოს ნაკრებისთვის დიდი პერსპექტივის განსაზღვრა შეუძლია. მის გარეშე დიდი პრობლემები გვაქვს, სამაგიეროდ, მასთან ერთად შეგვიძლია მომავალ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე კვალიფიცირება დავისახოთ მიზნად.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ზურგის ტრავმის გამო „ნაპოლის“ ბოლო 3 შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მინდორს მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ, 2023 წლის 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს“ - ძაკარდო კვარაცხელიაზე
“ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს“ - ძაკარდო კვარაცხელიაზე