უჩვეულო შემთხვევა: ჩინელი მამაკაცი სამსაათიანი მარათონისას სიგარეტს გადაბმულად ეწეოდა
Aa
Aa

უჩვეულო შემთხვევა: ჩინელი მამაკაცი სამსაათიანი მარათონისას სიგარეტს გადაბმულად ეწეოდა

ჩინეთის ქალაქ ჯიანდეში უჩვეულო შემთხვევა მოხდა. Xin'anjiang-ის მარათონზე ერთ-ერთი მორბენალი ყურადღების ცენტრში არა სპორტული მიზეზით, არამედ სიგარეტის მოწევის გამო მოექცა. 50 წლის მორბენალმა, რომელსაც მეტსახელად „ბიძია ჩენს“ ეძახიან, მარათონი 3 საათსა და 28 წუთში გაირბინა, მთელი ამ დროის განმავლობაში კი ის სიგარეტს ეწეოდა.

ჩენის ფოტოები მარათონის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ტურნირის ორგანიზატორებმა კი აღნიშნეს, რომ 50 წლის მორბენალმა მარათონი ბოლომდე გაიარა. ჩენმა 1500 მონაწილიდან 574-ე ადგილზე შეძლო გასვლა, იმის მიუხედავად, რომ მთელი გარბენის განმავლობაში თითქმის 3 კოლოფი თამბაქო მოწია.

საგულისხმოა, რომ ჩენისთვის ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც მარათონზე სიგარეტის მოწევის დროს გადაიღეს. სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება 2018 წელს, გუანჯოუს მარათონის და 2019 წელს, შიამენის მარათონის ფოტოები, სადაც „ბიძია ჩენი“ ასევე სიგარეტის თანხლებით დარბის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურ ცხოვრებაში ჩენი თამბაქოს მომხმარებელი არ არის და როგორც ამბობს, მხოლოდ სპორტული მარათონების დროს ეწევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები