ალექს ვოლკანოვსკი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მახაჩევის დამარცხების შანსები მაქვს, მათ გამოყენებას ვეცდები“ - ვოლკანოვსკი

11 თებერვალს, UFC 284-ზე MMA-ს გულშემატკივარი მორიგ სუპერ ორთაბრძოლას იხილავს. ავსტრალიაში, მსუბუქი წონის საჩემპიონო შეხვედრაში ერთმანეთს ქვე-საშუალო წონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.

ბრძოლის გამართვის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ დადასტურა, რის შემდეგაც ავსტრალიელმა მებრძოლმა მოლოდინებზე ისაუბრა.

რა თქვა ვოლკანოვსკიმ:

ისლამს პატივს ვცემ, ის უმაღლესი დონის მებრძოლია. მივიჩნევ თუ არა აუტსაიდერად? დიდი არაფერია, მაგრამ ასე ნამდვილად არ მივიჩნევ. ისლამის დამარცხების შანსები მაქვს და ვეცდები, რომ ყველა შანსი გამოვიყენო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ისლამ მახაჩევი მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა. წარმოშობით დაღესტნელმა მებრძოლმა საჩემპიონო ორთაბრძოლაში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიოტრ იანს გადაასწრო - დვალიშვილის წინსვლა რეიტინგში
პიოტრ იანს გადაასწრო - დვალიშვილის წინსვლა რეიტინგში