არგენტინის ნაკრები
Aa
Aa

„ფეხბურთი შეიცვალა, დღეს განსაკუთრებული მოთამაშეები ნაკლებად გვხვდება“ - მესი

არგენტინის ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავმა, ლეო მესიმ ხორხე ვალდანოსთან ინტერვიუს დროს თანამედროვე ფეხბურთზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წარსულთან შედარებით დღეს ბევრი რამ არის შეცვლილი.

რას ამბობს მესი:

ვფიქრობ, ახლა ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. დღეს უფრო რთულია განსაკუთრებული ფეხბურთელის ნახვა, რომელსაც არაჩვეულებრივი ტექნიკა აქვს და თამაშს საკუთარ თავზე იღებს. პატარა ასაკიდანვე გაიძულებენ, რომ სხვანაირად ითამაშო. ვფიქრობ, ეს ძალიან შეცვლილია. ფეხბურთი დღეს ტაქტიკური სპორტია და ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო ტაქტიკური გახდება. კარგად ჩანს, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია საქმის გართულება, რადგან განსაკუთრებული მოთამაშის გარეშეც, ტაქტიკურად გამართულად თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელი ახლა არგენტინის ნაკრებთან ერთად იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 20 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს. არგენტინის ნაკრები მუნდიალზე C ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი საუდის არაბეთის, მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძის დუბლი ლეგენდების მატჩში - მარადონას ხსოვნას პატივი მიაგეს
არველაძის დუბლი ლეგენდების მატჩში - მარადონას ხსოვნას პატივი მიაგეს