მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - გუბანოვამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გრან პრის ეტაპებში მონაწილეობის ისტორიაში, პირველად,საქართველომ შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება და ამასთან, ანასტასიამ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის 193, 11 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა.

შეფილდში გამართულ ეტაპზე სულ 10 ქვეყნის 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 სეზონიდან გამოდის და ამ მოკლე პერიოდის მანძილზე მან უკვე საკმაოდ მაღალ შედეგებს მიაღწია, როგორც გასული სეზონის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე , ასევე 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

გრან პრის ეტაპზე შეფილდში საქართველოს სახელით იგი პირველად ასპარეზობდა, მისი ეს სადებიუტო გამოსვლა მესამე ადგილითა და ბრინჯაოს მედლით დასრულდა, რითაც მან გრან პრის სარეიტინგო აქტივში 11 ქულა ჩაიწერა. მეორე ეტაპი ქართველი სპორტსმენისათვის ორი კვირის შემდეგ ფინეთის ქალაქ ესპოში გაიმართება.

შეგახსენეთ,რომ დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში  გრან პრის სერიის მეოთხე ეტაპი ფიგურულ ციგურაობაში დასრულდა, რომელშიც საქართველოს გუნდი  ასეთი წარმომადგენლობითი შემადგენლობით ისეთ ტურნირზე პირველად გამოდიოდა.

ანასტასია გუბანავოს გარდა გრან პრიზე ანასტასია მეტელკინამ და დანიილ პარკმანმა გამოსვლა მე-4 პოზიციით დაასრულეს და 9 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს , მოცეკვავე წყვილმა კი მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ მე-6 ადგილით 5 სარეიტინგო ქულა შესძინეს საფრანგეთის ეტაპზე მოპოვებულ შედეგს.

მორის ყვითელაშვილის მიერ მოკლე პროგრამაში დაშვებულმა შეცდომებმა არ მისცეს მას საშუალება კონკურენცია გაეწია საპრიზო ადგილებზე მოასპარეზე სპორტსმენებისათვის , ამიტომ მან მხოლოდ სამი სარეიტინგო ქულა შესძინა მის აქტივს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გორში ნუგზარ სხირელის მემორიალური დაფა გაიხსნა
გორში ნუგზარ სხირელის მემორიალური დაფა გაიხსნა