Aa
Aa

ჩიჩარიტო 18 მილიონად "ვესტ ჰემში" გადავიდა

ლონდონური „ვესტ ჰემი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს.

პაბლო საბალეტას, ჯო ჰარტისა და მარკო არნაუტოვიჩის დამატების შემდეგ, „ჩაქუჩების“ შემადგენლობა მექსიკელმა ხავიერ ერნანდესმა გააძლიერა.

მისი ტრანსფერი ოფიციალურად გუშინ დადასტურდა და ჩიჩარიტოს სანაცვლოდ „ლევერკუზენმა“ 18 მილიონი ევრო მიიღო.

ჩრდილო ამერიკელმა ფორვარდმა „ვესტ ჰემთან“ 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, წლიურ ხელფასად 7 მილიონ 280 ათას ფუნტს აიღებს და კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები