პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა“ - გუარდიოლა ბრენტფორდთან დამარცხების შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში სენსაცია დაფიქსირდა. „მანჩესტერ სიტიმ“ „ბრენტფორდს“ უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა. პრობლემები გვქონდა, რადგან პრესინგს იმ დონეზე ვერ ვაკეთებდით, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ. მეტოქემ ამის საშუალება არ მოგვცა. ტონი შუა ხაზში ბევრ პრობლემას გვიქმნიდა.

პირველ 15 წუთში „ბრენტფორდს“ ორი რეალური მომენტი ჰქონდა. ამის შემდეგ, უკეთესად და გაცილებით სწრაფად დავიწყეთ თამაში. მეორე ტაიმი შესანიშნავად დავიწყეთ, მაგრამ მოწინააღმდეგე მაღალ და გრძელ პასებს აკეთებდა, რასაც წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ.

ეს თითქმის იდენტური მატჩი იყო. კარგად მახსოვს გასულ სეზონში „ბრენტფორდის“ ჩამოსვლა. მომენტების შექმნა გვიჭირდა, რადგან მათი დაცვა ძალიან ღრმად თამაშობდა. წელსაც იგივე მოხდა.“

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ 32 ქულა დარჩა და მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში „ქალაქელები“ „ლიდსს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 28 დეკემბრით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნის პრეზიდენტი: ჩვენ და სიტის ჰოლანდის შეძენის ყველაზე კარგი შანსი გვქონდა
ბაიერნის პრეზიდენტი: ჩვენ და სიტის ჰოლანდის შეძენის ყველაზე კარგი შანსი გვქონდა