კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

გალტიე ბაიერნთან მატჩზე: 2 სათამაშო სისტემა გვაქვს, მესამესაც მოვიფიქრებთ

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ბაიერნი კარგი მეტოქეა, გუნდი, რომელმაც ყველაფერი მოიგო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები სამი თვის შემდეგ.

პსჟ სათამაშოდ ორ ტაქტიკურ სისტემას იყენებს და ვფიქრობ, მალე მესამეს გამოყენებასაც დავიწყებთ, გარკვეული დონის გუნდებთან მატჩებისთვის. სამწვრთნელო შტაბს ვთხოვ ახალ ვარიანტზე მუშაობა დაიწყოს.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ ყველაზე დაბალანსებული მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ ბურთი.

მინდა, რომ ფეხბურთელებს ახალი მესამე სათამაშო სისტემა შევთავაზო და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა უკეთ ვითამაშოთ“.

- ამბობს გალტიე.

პსჟ-ს 2 სათამაშო სქემა

კრისტოფ გალტიემ მიმდინარე სეზონში პარიზელთა ჩაბარების შემდეგ, გუნდში 3-4-3 სისტემა დანერგა, რომელშიც მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო შეტევაში სრულ თავისუფლებას იღებს და მათ უკან ხაზზე განლაგებული 4 მოთამაშეა - ორი ცენტრალური ნახევარმცველი და ორი „ვინგბექი“, რომლებიც ფლანგს სრულად აკონტროლებენ. დაცვაში კი 3 ცენტრალური მცველი დგას.

რაც შეეხება მეორე სისტემას, აქ გალტიემ ძველი მოდელი გამოიყენა და 4-3-3 ტაქტიკას მიმართა. სამი ფორვარდით და სამი ცენტრალური ნახევარმცველით.

მოსალოდნელია და უფრო ობიექტურიც არის, რომ გალტიე მეტწილად 3-4-3-ს გამოიყენებს, რადგან მესი-ნეიმარი-მბაპეს სმაეულს ამ სქემაში მეტი თავისუფლება აქვს და დაცვაში ჩასვლაც ნაკლებად უწევთ. გასულ წლებში გუნდს ამის პრობლემა ჰქონდა და ფრანგმა სპეციალისტმა როგორც ჩანს გამოსავალს მიაგნო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი რეკორდულად გაიზარდა
ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი რეკორდულად გაიზარდა