იურგენ კლოპი, პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

“კლოპი მარცხენა მცველად, მე საყრდენად“ - პეპი გიჟურ კალენდარზე

პეპ გუარდიოლამ ინგლისის ლიგის თასზე „ლივერპულთან“ მატჩზე ისაუბრა, რომელიც მუნდიალის დასრულებიდან 2 დღეში, 20 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

„კლოპი ითამაშებს მარცხენა მცველად, მე კი საყრდენ ნახევარმცველად. არ ვიცი რამდენი მოთამაშე გვყავს. რიად მაჰრეზი სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატზე არ წავა, ერლინგ ჰოლანდი, სერხიო გომესი და რიკო.

დანარჩენები ითამაშებენ. თუ ისინი ჯგუფურ ეტაპს გაივლიან, იქნება 1/8 ფინალი, მეოთხედფინალი. შემდეგ შვებულება ექნებათ. თუ ჩემი გუნდი ფეხბურთელები მუნდიალზე ჯგუფიდან ვერ გავლენ, ლივერპულთან თამაში შეეძლებათ. თუ არა, ვნახოთ.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვივარჯიშებთ. ლივერპულთან მატჩის წინ შევაფასებთ მოთამაშეების რაოდენობას.

არ ვიცი ფეხბურთელების უმრავლესობა როგორ მდგომარეობაშია და რა იქნება შემდეგ. მოთამაშეთა დიდი ნაწილი ეროვნულ ნაკრებებში გამოდის“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში საკლუბო მატჩები მუნდიალის დასრულებიდან ყველაზე ადრე განახლდება, რაც გუარდიოლას მსგავსად არც კლოპს მოსწონს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეხვედრა აგენტებთან - ვალენსიამ გოჩოლეიშვილის ტრანსფერზე პირველი ნაბიჯი გადადგა
შეხვედრა აგენტებთან - ვალენსიამ გოჩოლეიშვილის ტრანსფერზე პირველი ნაბიჯი გადადგა