მატჩები ისრაელთან და უკრაინასთან - 21-წლამდელთა შემადგენლობა
Aa
Aa

მატჩები ისრაელთან და უკრაინასთან - 21-წლამდელთა შემადგენლობა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, მიმდინარე წლის ბოლო შეკრების ფარგლებში, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს ისრაელის და უკრაინის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ გამართავს.

რამაზ სვანაძის გუნდი, ისრაელს 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. ხოლო უკრაინასთან 21 ნოემბერს გასამართი მატჩის საშიანო არენასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მიმდინარე შეკრებას, ტრავმის გამო 21-წლამდე ნაკრების ოთხი ფეხბურთელი - გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე, ბექა დარცმელია და შოთა ნონიკაშვილი გამოტოვებენ.

ახალგაზრდულ ნაკრებში, პირველად არიან გამოძახებული, გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და ივან ფოცხვერია (სიონი ბოლნისი).

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (თელავი), გიორგი ლომთაძე (გაგრა), ივან ფოცხვერია (სიონი ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (რეალ უნიონი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი).

16 ნოემბერი | 18:00 - საქართველო V ისრაელი

21 ნოემბერი | 18:00 - საქართველო V უკრაინა

nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თამაში ძალიან საეჭვოა“ - იტალიური მედია ხვიჩას ტრავმაზე
„მისი თამაში ძალიან საეჭვოა“ - იტალიური მედია ხვიჩას ტრავმაზე