Aa
Aa

"მონაკოს" ოფიციალური პასუხი მბაპეს ტრანსფერზე...

ბრიტანული skysports-ი "მონაკოს" მხრიდან კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე "რეალთან" შეთანხმებას არ ადასტურებს.

ფრანგული კლუბის წარმომადგენელს Sky Sports News-ის რეპორტიორი დაუკავშირდა და მისგან პასუხად მიიღო, რომ მადრიდული Marca-ს მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კლუბებს სატრანსფერო ფასზე შეთანხმება არ მიუღწევიათ და ტრანსფერი გადაწყვეტილი არაა.

შეგახსენებთ, რომ Marca-ს ცნობით, "რეალმა" "მონაკოსთან" მბაპეს 180 მილიონად შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები