პარა ძიუდო: გოგოჭურისა და ქალდანის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები
Aa
Aa

პარა ძიუდო: გოგოჭურისა და ქალდანის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები

ბაქოში პარა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც დღეს ქართულმა დელეგაციამ მედლები მოიპოვა.

ინა ქალდანმა (-70 J2) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზვიად გოგოჭურმა (-90 J2) კი ვერცხლი.

ქალდანმა მსოფლიოს მე-3 ნომერს მიშელ იორგენსენს ლამაზი იპონით სძლია. გოგოჭურმა კი ფინალამდე ყველა ბრძოლა იპონით მოიგო. ფინალი კი ქართველმა ფრან ელიოს ლატშუმნაისთან დათმო.

მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 2 საშეჯიბრო დღე დასრულდა და ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია - ქალდანისა და გოგოჭურის გარდა მედალს ზვიად ზვიადაური (-60 J2) დაეუფლა და ქართულ დელეგაციას ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ბოლოს გეტყვით, რომ საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას გუნდური შეჯიბრით დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დადებითი ნიშნები შეინიშნება“ - კვარამ შესაძლოა უდინეზესთან ითამაშოს
„დადებითი ნიშნები შეინიშნება“ - კვარამ შესაძლოა უდინეზესთან ითამაშოს