Aa
Aa

Marca: "რეალმა" "მონაკოსთან" მბაპეს ტრანსფერი შეათანხმა!

პოპულარული მადრიდული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "რეალმა" "მონაკოსთან" კილიან მბაპეს ტრანსფერზე მოილაპარაკა.

სანამ ყველა ნეიმარის "პსჟ"-ში გადასვლაზე საუბრობს და მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდს ამ გარიგებით ელის, "რეალი" 180 მილიონ ევროდ მბაპეს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ აქცევს.

დიახ, "სამეფო კლუბი" 18 წლის ფორვარდის სანაცვლოდ "მონაკოს" სწორედ 180 მილიონ ევროს გადაუხდის - 160 მილიონს პირველ ეტაპზე, ხოლო 20 მილიონს ბონუსების სახით.

როგორც Marca-მ დაწერა, ამ თემაზე ზინედინ ზიდანი, ფლორენტინო პერესი და ხოსე ანხელ სანჩესი ლოს-ალჯელესში შეხვდნენ და ტრანსფერის განხორციელებასა და აღნიშნული თანხის გადახდაზე უკვე შეთანხმდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს "რეალთან" 6 წლიანი კონტრაქტი აქვს შეთანხმებული და ის წლიურ ხელფასად 7 მილიონ ევროს აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები