პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“ალბათ ფიზიოთერაპევტებით მომიწევს თამაში“ - გუარდიოლა უკმაყოფილოა

სულ მალე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარება შემოდგომა/ზამთარში ბევრს არ მოსწონს. ერთ-ერთი ასეთი პეპ გუარდიოლა გახლავთ, რომელმაც საკუთარი მკაფიო მოსაზრება დააფიქსირა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„ჩვენ გიჟური მსოფლიო ჩემპიონატი გვექნება და ფეხბურთელებს დასვენება არ შეუძლიათ. ვფიქრობ, სიტუაცია კრიტიკულია. თუ ფეხბურთელი ტრავმას მიიღებს და პრემიერ ლიგის რამდენიმე ტურს გამოტოვებს, ეს საჩემპიონო მარათონზე დიდად არ იმოქმედებს, მაგრამ თუ ახლა ვინმე დაზიანდება მუნდიალს გამოტოვებს. ეს უსამართლობაა.

ბიჭებს ვუთხარი, რომ გუნდზე იყვნენ ფოკუსირებულები, მაგრამ ეს შეუძლებელია. შაბათს პრემიერ ლიგაში ვთამაშობთ და კვირას ეროვნულ ნაკრებს უნდა შეუერთდნენ. ვის მოვთხოვო სრული კონცენტრაცია? ალბათ მეც ასე ვიქნებოდი.

არსებობს რისკი, რომ ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმე ტრავმა მიიღონ. შესაძლოა ისეთი მომენტიც დადგეს, რომ პრემიერ ლიგაში აკადემიის ფეხბურთელებით ან ფიზიოთერაპევტებით მომიწიოს თამაში.“

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე „მანჩესტერ სიტიდან“ კალვინ ფილიპსი და კაელ უოკერი ვერ გაემგზავრებიან. ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ ტრავმა მიიღო სადიო მანემ და მუნდიალზე ვერც ის იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პერესი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფეხბურთი ყველა კონტინენტზე სპორტის მეფედ დარჩეს
პერესი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფეხბურთი ყველა კონტინენტზე სპორტის მეფედ დარჩეს