იუვენტუსი, ინტერი, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

“პატივს ვცემთ, ძლიერი გუნდია“ - ინძაგი იუვენტუსთან მატჩის წინ

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ტურინის „იუვენტუსი“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ინძაგიმ?

„ამ მატჩის მნიშვნელობა კარგად გვესმის. ასევე ვაცნობიერებთ, თუ რას ნიშნავს ეს დერბი გულშემატკივრებისთვის. მსგავსად „ინტერისა“, იუვემ სერია ა-ს ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე გუნდი თავის ძველებურ ფორმას უბრუნდება. ბურთთან ერთად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან „იუვენტუსს“ შესანიშნავი დაცვის ხაზი ჰყავს.

ჩემპიონობის შანსი ისევ გვაქვს, რადგან წინ ჯერ კიდევ 25 მატჩია დარჩენილი. ამას მსოფლიო ჩემპიონატი ემატება და ვნახოთ როგორ ფორმაში ვიქნებით მუნდიალის შემდეგ. პატივს ვცემთ „იუვენტუსს“, რადგან კარგად ვიცით როგორი ძლიერი გუნდია. მათ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშეები შესანიშნავად შეეწყვნენ პირველ გუნდს.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში „ინტერი“ 24 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „იუვენტუსს“, ალეგრის გუნდს 22 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 6 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის დარჩენის შანსები იზრდება - პსჟ ოპტიმისტურ განწყობაზეა
მესის დარჩენის შანსები იზრდება - პსჟ ოპტიმისტურ განწყობაზეა