გიორგი ჩაკვეტაძე, სლოვანი
Aa
Aa

საკვანძო პასების სტატისტიკა - ჩაკვე კონფერენს ლიგაზე საუკეთესოა

UEFA-ს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბრატისლავას „სლოვანმა“ შედეგიანად იასპარეზა და 1/16-ფინალში გავიდა, რაც კლუბისთვის ისტორიული წარმატებაა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ვლადიმირ ვაისის გუნდმა „ჟალგირისი“ სტუმრად დაამარცხა (1:2). H ჯგუფში „სლოვანი“ 11 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ასევე 11 ქულაა „ბაზელის“ ანგარიშზე. „პიუნიკი“ და „ჟალგირისი“ გათამაშებას გამოეთიშნენ.

აღსანიშნავია, რომ კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ 4 საგოლე პასი შეასრულა, UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მასზე მაღალი შედეგი მხოლოდ „ფიორენტინას“ ფეხბურთელმა კრისტიან კუამემ დააფიქსირა, მის აქტივში 5 საგოლე გადაცემაა.

Sofascore-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით კონეფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საკვანძო გადაცემების საშუალო მაჩვენებლით გიორგი ჩაკვეტაძე პირველ ადგილზეა, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3,2 საკვანძო პასს ასრულებდა. მეორე პოზიციას კრისტიანო ბირაგი და დავიდ იურაშეკი იკავებენ, ორივე მოთამაშე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2,6 საგოლე გადაცემას ასრულებდა.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით გიორგი ჩაკვეტაძემ 24 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 7 საგოლე პასია (4  - კონფერენს ლიგაზე, 2 - სლოვაკეთის ჩემპიონატი, 1 - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დინამო უკეთესი იყო“ - ვაისმა ბათუმში გამარჯვება გაიხსენა
„დინამო უკეთესი იყო“ - ვაისმა ბათუმში გამარჯვება გაიხსენა