ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ტრენტ, ხვიჩას ჩაარტყი“ - ქომაგის შეძახილი და მაგარი მომენტი ლივერპულთან მატჩიდან

ცნობილმა გამოცემამ, Sportbible-მა ვიდეო გამოაქვეყნა და თავის მკითხველს „ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ მატჩიდან ერთ-ერთი მომენტი გაუზიარა. ვიდეოზე ხვიჩა კვარაცხელიასა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ორთაბრძოლაა ასახული, რომელსაც „ლივერპულის“ ქომაგის შეძახილიც ახლავს.

„გულშემატკივარმა ალექსანდრ-არნოლდისა და კვარაცხელიას დუელი კამერით დააფიქსირა. ისინი ბურთისთვის იბრძოდნენ, რა დროსაც, ლივერპულის ქომაგის შეძახილი გაისმა: „ტრენტ, ჩაარტყი“. გულშემატკივარს წინადადება არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვარაცხელია ალექსანდერ-არნოლდს მარტივად გასცდა და ბურთი ფეხებს შორის გაუტარა”, - წერს Sportbible-ი.

ხვიჩასა და ტრენტის ზემოთ ხსენებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და „ტვიტერის“ მომხმარებლებმა თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს. „ეს ბიჭი კლასია! მას პრემიერ ლიგაში სიამოვნებით ვიხილავდი“, - განაცხადა ერთმა ქომაგმა. „ყველაზე აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელი“, - დასძინა მეორემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „კვარაზე“ ბევრი დაიწერა და ძირითადად, აქცენტი მის მომავალზე გაკეთდა. იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მას ევროპული გრანდები აკვირდებიან, თურქმა ჟურნალისტმა, ეკრემ კონურმა კი განაცხადა, რომ „რეალი“ ხვიჩას ედენ აზარის იდეალურ შემცვლელად მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბ დვალიშვილს სტერლინგის დამარცხება შეუძლია“ - ამბობს თი ჯეი დილაშოუ
„მერაბ დვალიშვილს სტერლინგის დამარცხება შეუძლია“ - ამბობს თი ჯეი დილაშოუ