საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ბაქოს გრანდ სლემი
Aa
Aa

ბაქოს გრანდ სლემი: ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

4-6 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ტრადიციული ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 12 ძიუდოისტით იასპარეზებს.

ცოტა ხნის წინ ტურნირის ოფიციალური კენჭისყრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ქართველი ძიუდოისტების საწყისი მეტოქეები გაირკვა.

ბიჭები:

-66 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი თუთაშვილი იასპარეზებს, პირველი მეტოქე კი ესტონელი ოსკარ პერტელსონი იქნება.

-73 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს, საწყის შეხვედრას კი მოლდოველ ადილ ოსმანოვის წინააღმდეგ გამართავს.

-81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრები ორი ძიუდოისტით იასპარეზებს. გიორგი შერაზადიშვილი საწყის შეხვედრაში გერმანელ შამილ ძავბატიროვს შეხვდება, ვლადიმერ ახალკაცი კი უზბეკ რამაზონ ალაბერდიევს დაუპირისპირდება.

-90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე იასპარეზებს, პირველი მეტოქე კი აზერბაიჯანელი ნიჰად შიხალიზადა იქნება.

-100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე პირველ შეხვედრაში ყაზახ იერკანატ მოლდაგულოვს შეერკინება.

+100 კგ. წონით კატეგორიაშიც ორი ძიუდოისტით გამოვალთ. საბა ინანეიშვილი საწყის შეხვედრაში სლოვაკ მარიუს ფიზელს დაუპირისპირდება, გურამ თუშიშვილი კი აზერბაიჯანელ ჯამალ ჰამზატხანოვსა და ჩილელ ფრანცისკო სოლისს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

გოგონები:

-70 კილოგრამში ნინო გულბანი იასპარეზებს, პირველი ორთაბრძოლა კი თურქ მინელ აკდენიზთან ელის.

+78 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას სოფიო სომხიშვილი დაიცავს. ქართველი მძიმეწონოსანი ასპარეზობას სერბ მილიჩა ზაბიჩსა და პოლონელ კინგა ვოლსკახს შორის გამარჯვებულთან დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U23 ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელია
U23 ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელია