ლაიპციგი, შახტარი
Aa
Aa

10 ლტოლვილი უკრაინელი სტადიონზე - ლაიპციგის ფეხბურთელების ღირსეული საქციელი

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „შახტარი“ „ლაიპციგს“ ვარშავაში უპირისპირდება. მოგეხსენებათ, უკრაინული გუნდი ქვეყანაში შექმნილი საომარი ვითარების გამო სამშობლოში მატჩებს ვერ მართავს.

გერმანული კლუბის ფეხბურთელმა ვილი ორბენმა საკმაოდ სასიამოვნო რამ გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, მას აქვს ორგანიზაცია სახელად „გუნდი უკრაინის სასწრაფო დახმარებისთვის“.

ორბენმა ამ ორგანიზაციის მეშვეობით, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩისთვის, 10 ლტოლვილი ბავშვი მოიწვია სტადიონზე. ვილის თანაგუნდელი ქსავიერ შლაგერი აღნიშნული ორგანიზაციის წევრი გახლავთ, რომელიც ყველა ღონისძიებაშია ჩართული და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა:

„ჩვენი ორგანიზაციის და ფეხბურთის მეშვეობით გვსურს, რომ ევროპაში სოციალური ერთობის ძალა გავაძლიეროთ. ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს დასაქმებაში უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, თუნდაც პოლონეთში ან გერმანიაში ახალი ცხოვრება დაიწყონ.“

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს. დონეცკის „შახტარი“ ჯგუფში 6 ქულით მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო „ლაიპციგი“ 9 ქულით მეორე ადგილზეა. გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე უკრაინული გუნდი გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზლატანი: “ბარსელონა? ჩემს თავს იმედი გავუცრუე“
ზლატანი: “ბარსელონა? ჩემს თავს იმედი გავუცრუე“