ტედი რინერი
Aa
Aa

ისტორიული ტურნირი - გორში ტედი რინერი იასპარეზებს

26 ნოემბერს, გორში ისტორიული ტურნირი ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა გაიმართება.

გორის სპორტის სასახლე ძიუდოს ლეგენდებს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერიც დარეგისტრირდა. 3 გზის ოლიმპიური და 10 გზის მსოფლიო ჩემპიონი ევროპის ლიგაზე კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ სახელით იასპარეზებს.

ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოდან „გოლდენ გორი“ და „მებრძოლი“ გამოვლენ. ასევე ტურნირზე მონაწილეობას სერბეთის „რედ სტარი“, გერმანული „აისბერგი“ , ბერძნული „არისი“ და ფრანგული „ფლამ 91“ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ჩემპიონთა ლიგაზე, გორელებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მედლისთვის ბრძოლაში მათ თბილისის „მებრძოლი“ დაამარცხეს.

აღსანიშნავია ,რომ გათამაშების მოქმედ ჩემპიონს რუსულ „იავარა ნევას“ გორში ვერ ვიხილავთ. რადგან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებს ჩამოშორებულები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 ოქრო ბოსნიიდან - სულამანიძე და ხარაზიშვილი ევროპის 23-წლამდე ჩემპიონები არიან
2 ოქრო ბოსნიიდან - სულამანიძე და ხარაზიშვილი ევროპის 23-წლამდე ჩემპიონები არიან