ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

U23 ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელია

საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის 23-წლამდე ნაკრები დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხეს და ტურნირი საპატიო მესამე ადგილით დაასრულეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვება ბახბახაშვილმა, ახალკაცმა, სომხიშვილმა და ინანეიშვილმა მოიპოვეს.

ფინალამდე, საქართველოს ნაკრებმა ჯერ უკრაინის ნაკრები 4:3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები