მარცხი ფავორიტთან - საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ინგლისთან წააგო
Aa
Aa

მარცხი ფავორიტთან - საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ინგლისთან წააგო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა. გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო - 2:6.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-3 წუთზე, გოლდინგის გადაცემით დიბლინგმა ისარგებლა და „სამი ლომი“ დააწინაურა. ჩვენმა ახალგაზრდებმა წონასწორობა 4 წუთში აღადგინეს. ინგლისის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გეგუჩაძემ გამოიყენა. სამწუხაროდ, თანაბარი ანგარიში დიდხანს ვერ შევინარჩუნეთ და მე-9 წუთზე, ნვანერის გოლით ინგლისელები წინ გაიჭრნენ. პირველ ტაიმში, მათ კიდევ 2 ბურთი გაიტანეს და საწყისი 45 წუთი 4:1 მოიგეს.

მეორე ნახევარი ინგლისელთა უპირატესობით დაიწყო. 57-ე წუთზე, მორგანმა ხიზანიშვილის გუნდის კარი აიღო და 5:1 გახადა. მესამოცე წუთზე თავი ამისულაშვილმა გამოიჩინა, 87-ზე კი დიბლინგმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:2.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს 0 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრა ლიეტუვასთან ელის, რომელიც 1 ქულით მესამე ადგილს იკავებს. მატჩი 31 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიას ყოფილი მეტოქე: „ილია მიტჩელს დაამარცხებს და მალე ტოპ 5-შიც შევა“
თოფურიას ყოფილი მეტოქე: „ილია მიტჩელს დაამარცხებს და მალე ტოპ 5-შიც შევა“