ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ყოველთვის იმას აკეთებს, რასაც არ ელოდები“ - The New York Times-მა კვარაზე ისევ დაწერა

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გაზეთმა, The New York Times-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე და მოთამაშეებზე ისაუბრა, რომლებიც მუნდიალის მიღმა დარჩნენ ან ტურნირის გამოტოვების რისკის ქვეშ არიან. სტატიის დასკვნით ნაწილში, ავტორი საუკეთესო ფეხბურთელზე საუბრობს, ვისაც ევროპაში თვალი უნდა ვადევნოთ და ეს მოთამაშე „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაა.

„ნაპოლიში გატარებული საწყისი კვირების განმავლობაში, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის სენსაციად იქცა. ეს იმის დამსახურება კი არაა, რას აკეთებს, იმის დამსახურებაა როგორ აკეთებს. ნებისმიერი მომენტი რომ ავიღოთ, კვარაცხელია არასდროს აკეთებს იმას, რასაც მისგან ელოდები. ის უცნაურ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იღებს. წინ მიქრის, როცა უკან უნდა დაბრუნდეს. ურტყამს, როცა პასი უნდა გააკეთოს. ცეკვავს მცველებს შორის, როცა მის წინ არსებული გზა ჩაკეტილია. კვარაცხელიას გასაოცარ ფეხბურთელად სწორედ ეს ყველაფერი აქცევს.

ევროპულ ფეხბურთში გარკვეული წესრიგი არსებობს. ის გუნდებიც კი, რომლებსაც დიდად არ ადარდებთ, კონკრეტულ მოქმედებას რა მოჰყვება და იმას აკეთებენ, რაც სურთ, კონკრეტული მოდელის მიხედვით თამაშობენ. კომბინაციები და მოძრაობები, რომლებსაც ვიღაცები მარტივად ასრულებენ, სავარჯიშო მოედნებზე გაწეული უდიდესი სამუშაოს დამსახურებაა. ყველაფერი დამახსოვრებისა და გამეორების წყალობით მოდის და ფანტაზია არაფერ შუაშია.

კვარაცხელია, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, ზემოთ ხსენებული დამოკიდებულების საპირისპირო მხარეს დგას. ის მოუთვინიერებელი, გაუფილტრავი და ნედლი მასალაა. მცველები, რომლებიც მას პირველად ხედავენ, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ მისით შეცბუნებული არიან, რადგან ხვიჩა მსოფლიოში აღიარებული კონვენციების მიხედვით არ თამაშობს. სწორედ ამ მიზეზითაა, რომ იტალიაში კვარაცხელიათი აღფრთოვანდნენ. მასში რაღაც დოზით, ანარქია შეინიშნება და ამისთვის ევროპული ფეხბურთი ძალიან კარგი რამაა“, - წერს ამერიკული გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას „ნაპოლიმ“ ბოლო შეხვედრა „რეინჯერსთან“ გამართა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. „პარტენოპეის“ მომდევნო მატჩს „სასუოლოსთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა სათამაშო დროის მიღება გაუჭირდება“ – Juvefc-იმ მამარდაშვილზე დაწერა
„ახლა სათამაშო დროის მიღება გაუჭირდება“ – Juvefc-იმ მამარდაშვილზე დაწერა