ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

შტურმის მწვრთნელი: კიტეიშვილს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია

ევროპის ლიგის მე-5 ტურში გრაცის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე როტერდამის „ფეიენოორდს“ მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო და ეს 93-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის ჩინებული გოლის წყალობით შეძლო.

მატჩის შემდეგ, „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა კიტეიშვილის შესახებ ისაუბრა.

„ეს გოლი იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში.

ეს ადვილი დრო არ იყო. ბევრი იმედგაცრუება და ბევრი მარცხი ვნახეთ. უპირველეს ყოვლისა, როცა კიტეიშვილმა იგრძნო, რომ ფეხბურთში დაბრუნდა, მიხვდა, რომ ინტენსივობა მაინც აკლდა. როდესაც მან ტრავმა მიიღო, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. ახლა გუნდში ბევრი მოთამაშე განვითარდა.

კიტეიშვილს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, მე პირადად მის გამო ბედნიერი ვარ. ის ამ ყველაფრისთვის იბრძოდა, კონცენტრირებული იყო, ბოლომდე იხარჯებოდა. დღეს მან ამ ყველაფრისთვის ჯილდო მიიღო“.

- ამბობს კრისტიან ილცერი.

კიტეიშვილის შესახებ „შტურმის“ ცენტრალურმა მცველმა დავიდ აფენგრუბერმაც ისაუბრა:

„ის ჩვენი პატარა ჯადოქარია, ამას ყოველდღე ვეუბნები. დღეს, მან ეს ყველას კიდევ ერთხელ უჩვენა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FourFourTwo-ს ტოპ 10 ახალგაზრდა - კვარა საკაზე და კამავინგაზე წინაა
FourFourTwo-ს ტოპ 10 ახალგაზრდა - კვარა საკაზე და კამავინგაზე წინაა