ობამეიანგი
Aa
Aa

ობამეიანგი "დორტმუნდს" ტოვებს?

გერმანული Bild-ის ინფორმაციით, პიერ ემერიკ ობამეიანგი „დორტმუნდს“ ზამთარში დატოვებს.

„ობა“ ევროგრანდში არ გადაბარგდება. შეთანხმება თითქმის მიღწეულია და მისი სავარაუდო გუნდი ჩინური „ტიანძინ ქუანძინი“ იქნება.

„ბორუსია“ მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელი ყოველწლიურად 20 მილიონს.

გასულ სეზონში ობამეიანგი 31 გოლით ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა. მისი შეძენის სურვილს „მილანი“, „პსჟ“ და „ჩელსი“ გამოთქვამენ.

გერმანული მედიის ინფორმაცია, საკმაოდ მოულოდნელია. ვნახოთ, გაოფიციალურდება თუ არა ტრანსფერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები