გურამ კაშია, სლოვანი, ერევნის პიუნიკი
Aa
Aa

“ვალდებულები ვართ, რომ გავიმარჯვოთ“ - კაშია პიუნიკთან მატჩის წინ

კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში „სლოვანი“ „პიუნიკს“ უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში, ვლადიმირ ვაისის გუნდი ჯგუფიდან გასვლის შესანიშნავ შანსს მიიღებს. მატჩის წინ, სლოვაკური გუნდის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გურამ კაშიამ?

„როდესაც ჩვენ გასვლითი მატჩი გვქონდა, მათ კარგი სისტემა ჰქონდათ. ბურთთან იდეალურად მოქმედებდნენ. ვალდებული ვარ თქვა, რომ ადვილი თამაში არ გველოდება. ახლა მეტოქეს საკუთარ კედლებში უნდა დავუპირისპირდეთ და გამარჯვება ჯგუფიდან გასვლისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, პირველი მატჩი საკმაოდ რთული იყო.

ჯგუფში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ გასვლა ყველას შეუძლია. რთული თამაში იქნება, მაგრამ წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. „პიუნიკი“ კარგი მოწინააღმდეგეა. როდესაც საქართველოს მეზობელი ქვეყნის გუნდს ეთამაშება, ყოველთვის საინტერესო და ხმაურიანია. ამის გამოცდილება მაქვს, რადგან, როდესაც ვაისი საქართველოს წვრთნიდა, სომხეთს არაერთხელ დავუპირისპირდით. ასეთ დროს გულშემატკივრები ყოველთვის უფრო აქტიურები არიან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები სტადიონს გაავსებენ და ისე დაგვიჭერენ მხარს, როგორც ეს კონფერენს ლიგის წინა თამაშებზე გააკეთეს. ისინი უკეთესად თამაშში გვეხმარებიან. ზოგადად, არასდროს ვინტერესდები, თუ რამდენი გოლი გააქვს მოწინააღმდეგეს და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. წინ 90 წუთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩემი საქმე დაცვაა და ვეცდები, რომ ჩემმა გუნდმა გოლი არ გაუშვას. უნდა ვაღიარო, რომ „პიუნიკი“ საშიში გუნდია. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გავიმარჯვოთ.“

შეგახსენებთ, რომ „სლოვანს“ 4 ტურის შემდეგ ჯგუფში 5 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილს 7 ქულით „ბაზელი“ იკავებს. მეორე ადგილზე 6 ქულით სწორედ „პიუნიკია“, ხოლო ცხრილის ბოლო საფეხურზე „ჟალგირისი“ მოგვევლინა 4 ქულით. „სლოვანისა“ და „პიუნიკის“ დაპირისპირება 27 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე: “მადლობა ვაისს, მის ნდობას და მხარდაჭერას ვგრძნობ“
ჩაკვეტაძე: “მადლობა ვაისს, მის ნდობას და მხარდაჭერას ვგრძნობ“