საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

სტარტი აიღო ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპმა, სადაც საქართველომ რუსთავში ისრაელის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და სამწუხაროდ 1:3 დამარცხდა.

გიორგი ხიზანიშვილმა მინდორზე შემდეგი თერთმეტეული გამოიყვანა:

სოსო კოპალიანი, გიორგი გოგიტაშვილი, გიორგი ნიკოლაიშვილი, დავით ქელდიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიგი გოგია, დათა ინაიშვილი, ლექსო ფეიქრიშვილი, საბა გეგუჩაძე, ალექსანდრე თურქია, ლუკა ბუბუტეიშვილი.

პირველ ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ანგარიში მე-17 წუთზე სარსურმა გახსნა, რასაც 25-ე წუთზე ალექსანდრე თურქიამ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ტაიმის მიწურულს, იდო ოლიმ  გაისროლა და შესვენებაზე ისრაელი კომფორტული უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმში, სტუმრებმა შედარებით მეტი უპირატესობა მოიპოვეს და კიდევ ერთხელ გაიტანეს. 83-ე წუთზე რანონმა საბოლოო შედეგი 3:1 დააფიქსირა. ხიზანიშვილის შეგირდები ბევრს ეცადნენ, თუმცა მატჩს გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ისრაელის გარდა საქართველო ინგლისს და ლიეტუვას დაუპირისპირდა. ცნობისთვის, ამ მატჩს პარალელურად ინგლისმა ლიეტუვას 3:1 მოუგო. მომავალ მატჩს საქართველო 28 ოქტომბერს ინგლისის წინააღმდეგ გამართავს.

თურქიას გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიღაცას ძალიან ცუდად დაეძინება და ეს მე არ ვიქნები“ - თოფურია VS მიტჩელი ოფიციალურად ჩაინიშნა
„ვიღაცას ძალიან ცუდად დაეძინება და ეს მე არ ვიქნები“ - თოფურია VS მიტჩელი ოფიციალურად ჩაინიშნა