Aa
Aa

გადაწყვეტილია: ჩიჩარიტო "ფარმაცევტებიდან" "ჩაქუჩებში"!

ლონდონურმა „ვესტ ჰემმა“ „ლევერკუზენთან“ ხავიერ ერნანდესის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

„ჩაქუჩების“ მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ჩიჩარიტო ლონდონში უახლოეს დღეებში ჩავა და ბოლო სატრანსფერო ფორმალობებს ადგილზე მოაგვარებს.

ბრიტანული პრესის ვარაუდით, „ვესტ ჰემს“ მექსიკელი ფორვარდის სანაცვლოდ მისი ამჟამინდელი გამოსასყიდი თანხის, 13 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

„ვესტ ჰემმა“ უკვე დაიმატა პაბლო საბალეტა, ჯო ჰარტი და მარკო არნაუტოვიჩი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები