Aa
Aa

Marca: ნეიმარის მამას, შესაძლოა, ტრანსფერი უკვე შეთანხმებული ჰქონდეს...

მადრიდული Marca-ს ვარაუდით, არის ალბათობა, რომ ნეიმარის მამას, რომელიც ამჟამად პარიზში იმყოფება, თავისი შვილის "პსჟ"-ში ტრანსფერი უკვე შეთანხმებული ჰქონდეს.

მეორე მხრივ, კატალონიურ პრესაში იწერება, რომ ნეიმარის პარიზულ კლუბში გადასვლის შანსი თითქმის 95%-ს უტოლდება. 

კატალონიური გამოცემები იუწყებიან, რომ "ბარსას" ხელმძღვანელობას ბრაზილიელ ვარსკვლავთან ბოლო დროს ურთიერთობა აერია და ეს, შესაძლოა, ტრანსფერის წინაპირობაც გახდეს.

მთლად ასეთი ამბიციური პროგნოზები არა, მაგრამ დაახლოებით ამ შინაარსის სტატიები ფრანგულ პრესაშიც ვრცელდება. 

"პსჟ" ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონ ევროს იხდის. თავად ფეხბურთელს კი 5 წლიან კონტრაქტსა და წლიურ ხელფასად 30 მილიონ ევროს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები