U16: საქართველომ მონტენეგროს მეორე შეხვედრაც მოუგო
Aa
Aa

U16: საქართველომ მონტენეგროს მეორე შეხვედრაც მოუგო

ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში, საქართველოს 16-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა მონტენეგროსთან მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მეტოქის დამარცხება მეორედაც შეძლო.

სამშაბათს ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 1-0 მოუგეს, ამჯერად კი 3:0 სძლიეს.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა. გოლის ავტორი გიორგი მანუელ გონსალვეშ-ჩუბინიძე გახდა (ცოტა ხნის წინ, ბორნუმთში მოთამაშე დედით პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ინგლისის ასაკობრივში თამაშს საქართველო არჩია).

შეხვედრას წერტილი საბოლოოდ მეორე ტაიმის მიწურულს დაესვა, როცა საქართველოს ნაკრებმა ორი ბურთის გატანა შეძლო. თავი რეზი დანელიამ და მათე-გიორგი ტატიშვილმა გამოიჩინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიასთან ახლოს რომას ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მივა“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარაცხელიასთან ახლოს რომას ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მივა“ - იტალიელი ჟურნალისტი