ნადალი „Stuttgart Open“-ის გამარჯვებულია
Aa
Aa

ნადალი „Stuttgart Open“-ის გამარჯვებულია

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, “Stuttgart Open”-ის ტურნირის ფინალში, ესპანელი რაფაელ ნადალი მსოფლიო რეიტინგის 28-ე ნომერს, ვიქტორ ტროიცკის დაუპირისპირდა. პირველი სეტის ბედი „ტაი-ბრეიქზე“ გადაწყდა, რომელიც ესპანელმა 7:3 მოიგო, ხოლო მეორე პარტიაში რაფაელმა ერთი ბრეიქი შეასრულა და საბოლოოდ 7:6, 6:3 იმარჯვა. შეხვედრა საათსა და 28 წუთს გაგრძელდა. ნადალმა 11 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ტროიცკის კი, 8 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ნადალმა შტუტგარტის ტურნირი კარიერაში მესამედ მოიგო. მალიორკელმა ერთეულთა თანრიგში კარიერაში 66-ე ტიტული მოიპოვა. ამ გამარჯვებით რაფამ რეიტინგში 250 ქულა დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები