პირველი ოქროს მედლები - კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

პირველი ოქროს მედლები - კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში, იუნიორ ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და საქართველოს ნაკრებისთვის დღევანდელი დღე წარმატებული გამოდგა. U23 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის  ხელმძღვანელობით, ფიცარნაგზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე ვიხილეთ.

კახი ასანიძემ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 141/144/146 კგ. წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. კახის ოქროს მედლამდე სულ რაღაც 1 კგ დააკლდა. ასანიძემ აკვრაში შესანიშნავად იასპარეზა, 171/176 დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში დაგროვებული 322 კილოგრამითაც.

არჩილ მალაყმაძეს რაც შეეხება, ატაცში თავი 135 კილოგრამს გაართვა , რის შემდეგაც ტრავმის გამო შეჯიბრიდან მოიხსნა. საბოლოოდ ძალოსანმა ევროპის ჩეპიონატი ატაცის მე-6 ადგილით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილმა სანჩეს პისხუანი დაადუმა“ - ესპანური პრესა გიორგის თამაშს გამოეხმაურა
„მამარდაშვილმა სანჩეს პისხუანი დაადუმა“ - ესპანური პრესა გიორგის თამაშს გამოეხმაურა