ირაკლი ძამისტარიშვილი, ბექა გურული, გიორგი ქაცანაშვილი, გიორგი თოხაძე
Aa
Aa

ვერცხლი და ბრინჯაო - შოთაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

ბერძნულ-რომაულ სტილში, მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე გიორგი თოხაძე (55 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ კენ მაცუის სძლია და საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

გიორგი შოთაძემ (63 კგ.) ფინალში ირანელ იმან ჰუსეინ მუჰამედთან 0:8 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ირაკლი ძამისტარიშვილმა (60 კგ.) 1/8-ფინალში სომეხი ტიგრან მინასიანი (8:3), 1/4-ფინალში კი იაპონელი კაიტო ინაბა დაამარცხა (9:0) და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 1/2-ფინალურ ეტაპზე ძამისტარიშვილმა თურქ კერემ კამალთან შეხვედრა მეტქულიანი გდების უპირატესობით დათმო.

დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ.) ინდოელი აშუ აშუს (8:0), ნორვეგიელი ჰაავარდ იორგენსენისა (9:2) და უნგრელი იშტვან ვანჩასას ძლევით (3:1) 1/2-ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, თუმცა აღნიშნულ ეტაპზე დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

ბექა გურულმა (82 კგ.) ნახევარფინალამდე მიმავალ გზაზე შემდეგი მეტოქეები დაამარცხა: მოლდოველი სემიონ ბრეკელი და ყირგიზი ბეკსულტან ნაზარბაევი. მოლდოველს დამაჯარერებლად 10:2 სძლია, ხოლო ყირგიზთან შეხვედრა 1:1 სრულდებოდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს აღებული ქულის წესით ქართველმა გაიმარჯვა. გურულმა 1/2-ფინალური დაპირისპირება დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.) ესტონელი კარელსონის ძლევით (3:1) 1/8-ფინალში გავიდა, სადაც თურქემენეთის წარმომადგენლის, აიბეგშაზადა კურაიევის ბარიერი დაძლია (9:0). 1/4-ფინალში ქაცანაშვილმა იაპონელი იური ნაკაზატო დაამარცხა (5:1). 1/2-ფინალში მარცხის შემდეგ ქაცანაშვილის მაქსიმუმი ბრინჯაოს მედლის მოპოვება იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი - უმცროსი ძალოსნების მორიგი მედალი
იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი - უმცროსი ძალოსნების მორიგი მედალი