ამიერიდან, ვერატის სპორტულ ინტერესებს მინო რაიოლა დაიცავს
Aa
Aa

ამიერიდან, ვერატის სპორტულ ინტერესებს მინო რაიოლა დაიცავს

მარკო ვერატიმ პირადი აგენტი შეიცვალა. ამიერიდან, იტალიელი ფეხბურთელის სპორტულ ინტერესებს მინო რაიოლა დაიცავს.

ამის შესახებ ფეხბურთელმა Instagram-ის პირად გვერდზე დაწერა.

"მინდა გითხრათ, რომ ამიერიდან ჩემი სპორტული ინერესების წარდგენის უფლება, მხოლოდ მინო რაიოლას ექნება", - ამბობს ვერატი.

"დი კამპლის რაც შეეხება, გაწეული შესანიშნავი სამუშაოსთვის მადლობას ვუხდი. მის მიმართ, მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო" - განაცხადა ვერატიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფეხბურთელის ყოფილმა აგენტმა, რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ თავისი კლიენტი "პსჟ"-ს ტყვე იყო. ამ განცხადებამ ორ კლუბს შორის ვითარება დაძაბა და ტრანსფერი ჩიხში შეიყვანა.

მინო რაიოლას აგენტად აყვანის ფაქტს, ესპანურ პრესაში დიდი გამოხმაურება ჰქონდა. განახლდა საუბრები ვერატის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

რა შანსები აქვს "ბარსას"? რატომ აიყვანა ვერატიმ რაიოლა? ამის ნამდვილ მიზეზს მალე გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები