„რეალის“ გულშემატკივართა უმეტესობა რონალდუს გაყიდვის მომხრეა
Aa
Aa

„რეალის“ გულშემატკივართა უმეტესობა რონალდუს გაყიდვის მომხრეა

ესპანურმა გაზეთმა „AS“-მა, მადრიდის „რეალის“ გულშემატკივართა შორის საკმაოდ საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. ავტორების მიზანს, იმის გარკვევა წარმოადგენდა, კვლავინდებურად ეიმედებოდათ თუ არა „სამეფო გუნდის“ ქომაგებს, გუნდის ლიდერის კრიშტიანუ რონალდოსი. ყველასდა გასაკვირად, აღმოჩნდა რომ რონალდუს ტრანსფერზე დაყენებას მხარს საკმაოდ ბევრი ადამიანი უჭერს. გამოკითხულთა 49,96%-ის აზრით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, მადრიდული გუნდის რიგები უნდა დატოვოს. ხოლო მისი გაყიდვიდან შემოსული თანხით, გუნდის დაცვისა და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერება უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რონალდუმ, „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს განუცხადა, რომ გუნდის დატოვება მის გეგმებში არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები