მორატას პირველი კომენტარი
Aa
Aa

მორატას პირველი კომენტარი "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ

ლონდონის "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ, ალვარო მორატამ პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

"ბედნიერი ვარ. უკვე ხვალ "ჩელსის" ფეხბურთელი ვიქნები. ეს გუნდი, მე ყოველთვის მაფასებდა", - ამბობს მორატა.

"უკვე მქონდა საუბარი ანტონიო კონტესთან. მოუთმენლად ველი სამედიცინო შემოწმების გავლას."

"მადრიდიდან წამოსვლის გამო გული არ მწყდება. იქ 4 ტიტულის მოგება მოვახერხე. ახლა კი "ჩელსის" მაისურის მორგებას ველოდები."

"იმედი მაქვს, რომ "არისტოკრატებში" პროგრესს განვაგრძობ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არც მოვიდოდი". - განაცხადა მორატამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები