Aa
Aa

ყაზაიშვილმა "სან ხოსეში" სადებიუტო გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში პირველი გოლი სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა, თუმცა მისი გუნდი სტუმრად "ნიუ იორკ რედ ბულზთან" 1:5 განადგურდა.

ყაზაიშვილმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზევე გამოჩნდა. მან გოლი 88-ე წუთზე გაიტანა.

"დებიუტი შედგა. ჩემთვის, კარგი თამაში გამოვიდა, მაგრამ გუნდისთვის - არა. ეს შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ და მომავალ თამაშზე ვიფიქროთ.

ამერიკაში ცხოვრება მომწონს. აქ კარგი ხალხია და ჩემთვის ყველაფერი კარგად მიდის.

MLS-ზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს ჩემი პირველი თამში იყო. თუ იმ ჩემპიონატებს შევადარებთ, სადაც აქამდე მითამაშია, შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული მსგავსებები არის." - განუცხადა კლუბის ოფიციალურ საიტს 24 წლის ქართველმა შემტევმა.

"სან ხოსეს", რომელიც დასავლეთ კონფერენციაში ასპარეზობს, 20 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა. იგი ფლეი-ოფის ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

კალიფორნიელები მომდევნო შეხვედრას ორშაბათს გამთენიისას გამართავენ და სტუმრად "სიეტლს" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები