ოფიციალურად: მორატა
Aa
Aa

ოფიციალურად: მორატა "ჩელსის" ფეხბურთელია

მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, ალვარო მორატა ლონდონის "ჩელსიში" გადაბარგდა. ამას, უკვე მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებ გვერდიც ადასტურებს.

24 წლის ესპანელი ფორვარდი "არისტოკრატთა" რიგებში დიეგო კოშტას შეცვლის, რომელსაც ანტონიო კონტესთან კონფლიქტი აქვს.

ესპანურ წყაროზე დაყრდნობით, "ჩელსის" მორატას ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები