მაიკ ტაისონი
Aa
Aa

ტაისონის ყოფილი ფოტოგრაფის ბრალდება: „როცა უფლება არ მივეცი შემხებოდა, გაბრაზდა“

ლეგენდარული მოკრივის, მაიკ ტაისონის ყოფილმა ფოტოგრაფმა, ლორი გრაინკერმა წიგნი გამოსცა და მასში განაცხადა, რომ ერთხელ, „რკინის მაიკმა“ სცადა, მის მკერდს ძალით შეხებოდა. გრაინკერის თქმით, ეს 1980-იანი წლების დასაწყისში მოხდა.

„როცა მაიკი კარგ განწყობაზე იყო, შეეძლო, ძალიან მოსიყვარულე და ნაზი ყოფილიყო, მაგრამ თუ კარგი განწყობა არ ჰქონდა, არც თუ ისე მოსიყვარულე და ნაზი გახლდათ. ერთხელ, სცადა ჩემს მკერდს ძალით შეხებოდა და როცა ამის უფლება არ მივეცი და ხელი ვკარი, გაბრაზდა და ჩემი სინათლის საზომი თოვლში მოისროლა“.

ტაისონის წარმომადგენლებს აღნიშნული ბრალდება უპასუხოდ არ დაუტოვებიათ და Daily Mail-თან განაცხადეს: „ამ დროს და ამ ასაკში ძალიან სამწუხაროა, ქალბატონმა გრაინკერმა თავისი სიტყვები უკეთ რომ არ შეარჩია და გამოტოვა ის ფაქტი, რომ მაშინ მაიკ ტაისონი და ის სექსუალურ ურთიერთობაში იყვნენ. თანაც ეს იმ დროს ხდებოდა, როცა ტაისონი არასრულწლოვანი იყო, ხოლო ქალბატონი გრაინკერი მასზე 10 წლით უფროსი გახლდათ“.

სხვათა შორის, ტაისონის წარმომადგენლების სიტყვებს გრაინკერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია A-ში საუკეთესოა - ოპტას სტატისტიკა ხვიჩაზე და იტალიური გამოცემის გამოხმაურება
სერია A-ში საუკეთესოა - ოპტას სტატისტიკა ხვიჩაზე და იტალიური გამოცემის გამოხმაურება