Aa
Aa

კონტემ "ჩელსისთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

ლონდონის „ჩელსიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანტონიო კონტემ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. ამასთანავე ლონდონურ გუნდში მივიდნენ - პაოლო ვანოლი და დავიდე მაძოტა, რომლებიც იტალიის ნაკრებში კონტეს ასისტენტები იყვნენ.

„ბედნიერი ვარ „ჩელსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებით.

დიდი სამუშაო გავწიეთ და ამაყი ვარ, რასაც მივაღწიეთ. ახლა ჩვენ იმისთვის ვიშრომებთ, რომ უმაღლესი პოზიციები შევინარჩუნოთ.

კლუბის გულშემატკივრებისგან მოსვლის დღიდან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ წარმატებისკენ სვლა ერთად უნდა გავაგრძელოთ“. - განუცხადა იტალიელმა სპეციალისტმა „ლურჯების“ ოფიციალურ საიტს.

კონტე „ჩელსის“ მწვრთნელად გასულ ზაფხულს დაინიშნა და მასთან ერთად პრემიერ ლიგა პირველსავე სეზონში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები