ალვარადო ქინტეირო
Aa
Aa

დაპირისპირება ფუტსალის მატჩის დროს - მოკლულია მატჩის არბიტრი

გასულ კვირას, ტორონტოში La Liga Sports Complex-ში ფუტსალის რიგითი მატჩი მიმდინარეობდა, რა დროსაც გუნდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

სიტუაცია ვერავინ განმუხტა და ჩხუბში გულშემატკივრებიც ჩაერთნენ. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ქომაგმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა და სამი ადამიანი დაჭრა.

კანადური მედიის ინფორმაციით, არის მსხვერპლი. შეტაკებისას დაიჭრა მსაჯი ალვარადო ქინტეირო, რომელიც უმალ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა დღეს დადასტურდა, რომ 49 წლის არბიტრი გარდაიცვალა.

დამნაშავე იდენტიფიცირებულია და შესაბამის პასუხისგებაში არის მიცემული. წყაროს ცნობით, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები