„არსენალს“ უოლკოტის შენარჩუნება სურს
Aa
Aa

„არსენალს“ უოლკოტის შენარჩუნება სურს

უკანასკნელ პერიოდში, ლონდონის „არსენალის“ შემტევი თეო უოლკოტი ჩინებულად ათამაშდა, რის გამოც „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელი გუნდში ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. ლონდონური კლუბი, უოლკოტს განახლებულ კონტრაქტს სთავაზობს, რის მიხედვითაც ფეხბურთელი კვირაში 55 ათასი გირვანქა სტერლინგით მეტს მიიღებს, ვიდრე ეს ახლა ხდება. ამ მაჩვენებლით უოლკოტი, მესუტ ოზილთან და ალექსის სანჩესთან ერთად, „არსენალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

„უოლკოტი გუნდში აუცილებლად უნდა დარჩეს. მას ტრავმის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა და ჩვეულ ფორმაში ჩასადგომად დრო სჭირდებოდა. ამ მომენტში თეო თავს ძალიან კარგად გრძნობს და საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება“ - განაცხადა არსენ ვენგერმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები