Aa
Aa

ცორკი: "ობამეიანგი "დორტმუნდში" დარჩება!

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ამ ზაფხულს არცერთ გუნდში აღარ გაიყიდება.

ამის შესახებ „დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა გამოაცხადა.

„შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ობამეიანგის ტრანსფერისთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია.

ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენ გუნდშია. ობამეიანგი გამორჩეული ფეხბურთელი და კარგი ადამიანია“.

ასე რომ, „ჩელსისა“ და „მილანს“ სხვა ვარიანტების ძებნა მოუწევთ.

დავამატოთ ისიც, რომ გუშინ „დორტმუნდსა“ და „მილანს“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც გერმანელებმა 3:1 მოიგეს - ობამეიანგმა დუბლი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები