ბრაზილიური მედია:
Aa
Aa

ბრაზილიური მედია: "ნეიმარი "პსჟ"-ში გადასვლას დათანხმდა!

ესპანური AS-ი ბრაზილიურ Esporte Interactivo-ზე დაყრდნობით წერს, რომ ნეიმარი თანახმაა, კარიერა "პსჟ"-ში გააგრძელოს. 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ფრანგები მზად არიან, "ბარსელონას", მისი ლიდერის გამოსასყიდი თანხა 222 მილიონი ევრო გადაუხადონ.

esporte-ს ჟურნალისტმა მარსელო ბეშლერმა დღეს "ტვიტერზე" შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"ნეიმარი "პსჟ"-ს წინადადებას დათანხმდა! ფრანგული კლუბი ტრანსფერში 200 მილიონ ევროს გადაიხდის".

თუკი გარიგება შედგა, სატრანსფერო რეკორდი მოხსნება და ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ კატალონიურმა sport-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 25 წლის სამხრეთ ამერიკელი „ბარსაში“ თავს კომფორტულად არ გრძნობს და ოჯახის წევრები კლუბიდან წასვლისკენ უბიძგებენ. ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ნეიმარი მესის ჩრდილიდან გამოვიდეს და პირადი ჯილდოებისა და მათ შორის „ოქროს ბურთის“ მოგების მეტი შანსი ჰქონდეს.

დავამატოთ ისიც, რომ დღეს "ბარსელონას" მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, "ბლაუგრანას" ფანებს 200%-იანი გარანტია აქვთ, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი "ნოუ კამპს" არ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები