ნეიმარის კონტრაქტის მნიშვნელოვანი პუნქტი - ის, რაც უნდა ვიცოდეთ...
Aa
Aa

ნეიმარის კონტრაქტის მნიშვნელოვანი პუნქტი - ის, რაც უნდა ვიცოდეთ...

ესპანურ პრესაში ნეიმარის "ბარსელონადან" წასვლაზე გუშინდელიდან მოყოლებული იწერება. რამდენად რეალურია ეს შესაძლოა ტრანსფერი რთული სათქმელია, თუმცა არის ასპექტები, რაც ბრაზილიელის კონტრაქტზე უნდა ვიცოდეთ.

ამ შემთხვევაში საუბარი მისი ხელშეკრულების ფინანსურ დეტალებზე, კონკრეტულად კი გამოსასყიდ თანხაზეა.

კონტრაქტის მიხედვით, 2016-2017 წლების სეზონში ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა 190 მილიონი ევრო იყო, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ეს თანხა 222 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, ანუ 2021 წლის ზაფხულამდე, ფიქსირებული გახდება და 250 მილიონ ევროს შეადგენს.

ასე რომ, თუკი "პსჟ"-მ წელს ნეიმარის გადაბირება ვერ შეძლო, მას მომავალ წელს სულ მცირე 250 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. თუმცა პარიზელებისთვის რომ ფინანსური დაბრკოლებები არ არსებობს, ახალი ამბავი ესეც არაა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები