Aa
Aa

"შეიძინეთ პროფესიონალი და ძლიერი ფეხბურთელი" - 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი კლუბს სოციალური ქსელით ეძებს...

იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი კრისტიან ძაკარდო ამჟამად თავისუფალი აგენტია და ყურადღების ნაკლებობის გამო, კლუბს სოციალური ქსელის მეშვეობით ეძებს.

35 წლის ძაკარდომ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

"კონტრაქტი, რომელიც "ვიჩენცასთან" 2018 წლამდე მქონდა, გავაუქმე და ახლა თავისუფალი აგენტი ვარ. 

ჯერჯერობით კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ 2 წელი შემიძლია. 

ვინ შემომთავაზებს ხელშეკრულებას... სერიოზულ, პროფესიონალ და ძლიერ ფეხბურთელს"... - თვითრეკლამირებითაა დაკავებული ძაკარდო.

კრისტიან ძაკარდო 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის სხვადასხვა დროს "პალერმოში", "ვოლფსბრუგში", "პარმასა" და "მილანში" თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები