Aa
Aa

"იუვენტუსი" ორ ფეხბურთელს იმატებს...

ტურინის „იუვენტუსი“ უახლოეს დღეებში ორ ტრანსფერს გააოფიციალურებს.

პოლონელი მეკარე ვოიცეხ შესნი დღეს ტურინში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავა და „ბებერი ქალბატონის“ რიგებს შუერთდება.

მეორე და უფრო ხმაურიან ტრანსფერს Corriere Dello Sport აანონსებს, რომლის თქმითაც, ლეონარდო ბონუჩის „იუვენტუსიდან“ „მილანში“ გადასვლის შემდეგ, მატია დე შილიო საპირისპირო გზას დაადგება და სულ მალე ტურინული გრანდის ფეხბურთელი გახდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დე შილიო დღეს დილას მილანელ თანაგუნდელებს დაემშვიდობა და „მილანის“ ჩინური შეკრება დატოვა.

დე შილიოს ტრანსფერი „იუვენტუსს“ 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

 

პ.ს. შესნიმ რამდენიმე საათის წინ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები