Aa
Aa

უილშირი "სამპდორიაში"?

იტალიური პრესის ინფორმაციით, გენუის „სამპდორია“ ლონდონის „არსენალს“ ჯეკ უილშირის ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა.

„სამპა“ ინგლისელი შუახაზელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს იხდის, თუმცა „არსენალის“ მოთხოვნა 10 მილიონი ევროა.

გუშინ საღამოს ბრიტანულმა skysports-მა დაწერა, რომ ლონდონელთა პირველადი უარის შემდეგ, იტალიელებმა შეთავაზება გაზარდეს და „მეთოფეებს“ დაახლოებით 9 მილიონი ევროს შეთავაზება გადაუგზავნეს, რაზეც პასუხს ელოდებიან.

25 წლის უილშირს, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით „ბორნმუთში“ გაატარა, „არსენალთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები