გიორგი ჩაკვეტაძე, ვლადიმირ ვაისი, სლოვანი
Aa
Aa

„90 წუთით სათამაშოდ მზად არაა“ - ვაისმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

UEFA-ს კონფერენს ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძემ „ბაზელთან“ გასვლით შეხვედრაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ქართველმა შემტევმა სასტარტოში ითამაშა, პირველ ტაიმში 2 საგოლე პასი შეასრულა. ვლადიმირ ვაისმა „ჩაკვე“ 59-ე წუთზე შეცვალა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ გუნდის რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე მთელი მატჩის სათამაშოდ მზად არაა. მათ შორისაა გიორგი ჩაკვეტაძე.

ვლადიმირ ვაისი: „ფიზიკური კონდიცირების გამო ფეხბურთელთა დასვენება გვიწევს. ვლადო (უმცროსი ვლადიმირ ვაისი) ჯერ მზად არაა, რომ მთელი მატჩი ჩაატაროს, რთულ შეხვედრებში ძალის ნაკლებობა გვაქვს. „ჩაკვესა“ და ზმრჰალზეც იგივეს ვიტყვი. ტოპ ფეხბურთელები ბევრს დარბიან და მათი შეცვლა საჭიროა.

ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვება იყო, მაგრამ იგივე საშინაო კედლებშიც უნდა დავამტკიცოთ. იმედი მაქვს, სტადიონი ბოლომდე შეივსება, ყველა ბილეთი გაიყიდება“.

აღნიშნული მატჩი „ბაზელმა“ შინ 0:2 დათმო. სლოვაკური გამოცემა Dennikn-ი ჩაკვეტაძის თამაშზე შემდეგს წერს:

„პირველი გოლის ეპიზოდში ჩაკვეტაძემ ცარიელ სივრცეში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი თანაგუნდელი შენიშნა. მან მეორე გოლის შექმნაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, გიორგი ჩაკვეტაძემ სლოვაკური გუნდის რიგებში 18 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის 2 საგოლე პასი და გამარჯვება - ქართველები ევროტურნირებზე
ჩაკვეტაძის 2 საგოლე პასი და გამარჯვება - ქართველები ევროტურნირებზე