Aa
Aa

მაჰრეზი "რომას" დათანხმდა, თუმცა...

რიად მაჰრეზი „რომაში“ გადასვლას დათანხმდა და ახლა „ლესტერის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრა თავად მოუწევს.

საქმე ისაა, რომ „მელიებმა“ „ჯალოროსის“ რამდენიმე შეთავაზება დაბალი ფასის გამო დაუბლოკეს და მაჰრეზი ეცდება ამჟამინდელ კლუბს სატრანსფერო ფასი კიდევ უფრო დააწევინოს.

კიდევ უფრო, რადგან პირველ ეტაპზე ლესტერშირელების საწყისი ფასი 55 მილიონი ევრო იყო, ხოლო ახლა ისინი 35-40 მილიონ ევროს ითხოვენ.

ამ ეტაპზე „რომა“ მზადაა, რომ ალჟირელი შემტევის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო და ბონუსები გადაიხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები